საქართველოში ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის საიუბილეო, მე-15 სესია ჩატარდება

საქართველოში ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის საიუბილეო, მე-15 სესია ჩატარდება

2018 წელს, საქართველოში ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის საიუბილეო, მე-15 სესია ჩატარდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების რუკაზე.

„ძალიან კარგია, რომ 2018 წელს საქართველოში ჩაინიშა ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის საიუბილეო მე-15 სესიის ჩატარება, რაც ასევე ძალიან გასახარია, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების რუკაზე. ეს იქნება უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სპორტსმენების წარმატების საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის კიდევ ერთი ძალიან კარგი საშუალება და ასევე საქართველოს, როგორც საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების საინტერესო მიმართულების შესახებ ინფორმაციის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.