ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია იქნება მიღებული

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია იქნება მიღებული

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია იქნება მიღებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 26-29 მაისს საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ტარდება.

„ეს არის საგაზაფხულო სესია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს არაწევრ ქვეყანაში ასეთი ძალიან მაღალი დონის ფორუმი ტარდება საქართველოში. მიღებული იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის ასეთი ღონისძიების ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.