პატრიარქის აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებული ზეიმი გაუქმდა

პატრიარქის აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებული ზეიმი გაუქმდა

საქართველოს საპატრიარქომ კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი გააუქმა. ამის შესახებ განცხადება საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული, რომელსაც ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ.

"მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობისა და საქართველოში არსებული სოციალური ვითარების გათვალისწინებით, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი და მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და სხვა საპატიო სასულიერო და საერო პირთა საქართველოში მოწვევა", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.