საპატრიარქო ვერავის დაუდგება ადვოკატად, თუ არასწორი სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდებოდა რომელიმე სასულიერო პირის მხრიდან

საპატრიარქო ვერავის დაუდგება ადვოკატად, თუ არასწორი სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდებოდა რომელიმე სასულიერო პირის მხრიდან

საპატრიარქო ვერავის დაუდგება ადვოკატად, თუ არასწორი სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდებოდა რომელიმე სასულიერო პირის მხრიდან - კი ბატონო, დაინტერესდეს საგამოძიებო უწყება, - ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება ზოგადად პრაქტიკას, მამა მიქაელ ბოტკოველის განმარტებით, სახელმწიფოს გააჩნია თავისი მიდგომა, ხოლო თუ სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება გამოკვლეული, მაშინ შიდა საეკლესიო მოკვლევა ჩატარდება ასეთ საკითხებთან დაკავშირებით.

”არანაირი სურვილი მაქვს მამალაძის ქონებასთან დაკავშირებით ვისაუბრო. მე ვფიქრობ, ჩვენ ხელი არ უნდა შევუშალოთ გამოძიებას. გამოძიება ძალიან ზედმიწევნით მიყვება ამ საქმეს და ყოველდღიურად იღებს ინფორმაციებს. საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას ვერ მოგახსენებთ. აქ წმინდა წყლის საგამოძიებო საქმიანობა მიმდინარეობს. ჩვენ გამოძიებაში ვერ ჩავერევით და ვერ მივიღებთ მონაწილეობას. ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა”, - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.