როგორც კი მიხვდნენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებების უმრავლესობის მიმართ დადებითი იქნება, ტონი შეცვალეს

როგორც კი მიხვდნენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებების უმრავლესობის მიმართ დადებითი იქნება, ტონი შეცვალეს

როგორც კი მიხვდნენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებების უმრავლესობის მიმართ იქნება დადებითი, ტონი შეცვალეს, - ასე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს ფრაქცია ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე.

”როგორც კი მიხვდნენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ცვლილებების უმრავლესობის მიმართ იქნება დადებითი, ტონი შეცვალეს და დაიწყეს - მთავარია ქართველ ხალხს რა უნდა და არა ვენეციის კომისიასო. კი ბატონო, ამ მოედანზე გადმოსვლა ჩვენ არ გვჭირდება, ისედაც აქ ვართ და უპრეცედენტო საყოველთაო-სახალხო განხილვებისას კიდევ უფრო დეტალურად ვცდილობთ გავარკვიოთ საზოგადოების წარმოდგენები ყველა კონკრეტულ თემაზე. აქ ძირითადად რამდენიმე საკითხი იკვეთება: ოჯახის, მიწის და სამართლიანი საარჩევნო სისტემის. ახალი კონსტიტუციით სამივე ისე იქნება დარეგულირებული, როგორც ეს ქართული სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეების და ეროვნულ ინტერესებში ჯდება, ისევე როგორც ცვლილებებით გათვალისწინებული სხვა მრავალი მნიშვნელოვანი დეტალი. ამიტომ იდეების წართმევის მცდელობას ან მათზე კამათს, ჯობია ამ იდეების განხორციელების იურიდიულ გზებზე შემოვიდეს დისკუსიაში ვისაც ამის გულწრფელი სურვილი და შესაბამისი კომპეტენცია გააჩნია”, - განაცხადა მდინარაძემ.