მოვუწოდებთ საქართველოს, გააძლიეროს ძალისხმევა რეფორმების გასატარებლად, ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასამართლო და უმცირესობების უფლებების დაცვა

მოვუწოდებთ საქართველოს, გააძლიეროს ძალისხმევა რეფორმების გასატარებლად, ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასამართლო და უმცირესობების უფლებების დაცვა

მე მაქვს ერთი ძალიან მკაფიო გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის - ეს ქვეყანა არის მოწინავე ქვეყანა არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არამედ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რეგიონშიც, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, რეფორმები, რომელიც საქართველოში გატარდა, არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

"ამას აღიარებს მთელი ევროკავშირი და ევროპარლამენტი. სწორედ ამ აღირების გამო ხმათა უდიდესი უმრავლესობით ევროპარლამენტში მარტის თვეში კენჭი ვუყარეთ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. ევროპარლამენტი სხვა ინსტიტუტების დახმარებით აგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას და უწევს ფინანსურ დახმარებას, რათა გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა და მათ შორის კანონის უზენაესობაც.

ამ რეფორმების განხორციელების გზაზე მოვუწოდებთ საქართველოს კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი ძალისხმევა შემდგომი რეფორმების გასატარებლად ისეთ სფეროებში, როგორიც არის სასამართლო, უმცირესობების უფლებების დაცვა და ა.შ. ამ სფეროებში რა თქმა უნდა, მიმდინარეობს რეფორმები, მაგრამ კიდევ მეტია გასაკეთებელი",- აღნიშნა დევიდ მაკალისტერმა.