დიმიტრი ქუმსიშვილსა და დიმიტრი მედვედევს შორის არავითარი საერთო არ არის, იაფფასიან აჟიოტაჟს ნუ შექმნით

დიმიტრი ქუმსიშვილსა და დიმიტრი მედვედევს შორის არავითარი საერთო არ არის, იაფფასიან აჟიოტაჟს ნუ შექმნით

არავითარი საერთო დიმიტრი ქუმსიშვილსა და დიმიტრი მედვედევს შორის, ბუნებრივია, არ შეიძლება იყოს, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სტამბოლში, BSEC-ის სამიტზე გადაღებული ფოტოს კომენტირებისას, რომელზეც საქართველოს ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და რუსეთის პრემიერი გვერდიგვერდ იდგნენ.

"მე ვურჩევდი "რუსთავი 2"-ს და მის ხელმძღვანელობას და სხვა დანარჩენ ტელევიზიებს, იაფფასიან აჟიტირებას ნუ შექმნიან ამით. არის საერთაშორისო ფორმატები, სადაც იღებენ ფოტოებს და ვინ ვის გვერდში დადგება ამას, როგორც წესი, ადგილობრივი პროტოკოლი ადგენს. ამგვარი არასახელმწიფოებრივი, იაფფასიანი ტირაჟირება ამ თემისა, კარგი არ არის ",- განაცხადა დოლიძემ.

მისივე მტკიცებით, ქუმსიშვილსა და მედვედევს შორის კომუნიკაცია არ შემდგარა და თუ ასეთი იქნება, პირველ რიგში ქართული საზოგადოება გაიგებს.