მარატ კულახმეტოვი არის ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი და ცხინვალში მის ე.წ. ელჩად დანიშვნაზე არანაირი კომენტარი არ შეიძლება იყოს

მარატ კულახმეტოვი არის ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი და ცხინვალში მის ე.წ. ელჩად დანიშვნაზე არანაირი კომენტარი არ შეიძლება იყოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მარატ კულახმეტოვი არის ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი და არანაირი კომენტარი ცხინვალის რეგიონში მის ე.წ. ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებით "არ შეიძლება იყოს".

"ეს არის ოკუპანტის მიერ წარდგენილი ერთ-ერთი მათი წარმომადგენელი, ამიტომ არანაირი კომენტარი ამაზე არ შეიძლება იყოს. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა მიმართულებით ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა ოკუპაცია დასრულდეს, ოკუპანტების წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე დასრულდეს და ჩვენ შევძლოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სუვერენიტეტის აღდგენა და რაც მთავარია, საზოგადოებების გაერთიანება",- გაანცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელბრუს კარგიევი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე მარატ კულახმეტოვი დანიშნა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.