კულახმეტოვი არის ჩვეულებრივი ოკუპანტი, ცინიკურ ნაბიჯად აღვიქვათ, რომ სწორედ ის მოავლინეს ცხინვალის რეგიონში

კულახმეტოვი არის ჩვეულებრივი ოკუპანტი, ცინიკურ ნაბიჯად აღვიქვათ, რომ სწორედ ის მოავლინეს ცხინვალის რეგიონში

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. ელჩის თანამდებობაზე მარატ კულახმეტოვის დანიშვნას ცინიკურ ნაბიჯად აფასებს.

"მე მახსოვს კულახმეტოვი. არაერთხელ შევხვედრივართ ჩემი ვენაში ელჩობის პერიოდში. იგი იყო ე.წ. მშვიდობისმყოფელი ცხინვალის რეგიონში. ეს ნაბიჯიც არის მორიგი პროვოკაცია. კულახმეტოვი არის ჩვეულებრივი ოკუპანტი, ისევე როგორც სხვა რუსი სამხედროები, რომლებიც ადგილზე არიან. ამიტომ ერთგვარ ცინიკურ ნაბიჯად შესაძლებელია აღვიქვათ ის, რომ სწორედ იგი მოავლინეს უკან ცხინვალის რეგიონში",- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელბრუს კარგიევი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე მარატ კულახმეტოვი დანიშნა.