მანჩესტერის ტერაქტში დამნაშავის ვინაობა ცნობილია

მანჩესტერის ტერაქტში დამნაშავის ვინაობა ცნობილია

მანჩესტერში ტერაქტი ადგილობრივმა მცხოვრებმა, 22 წლის სალმან აბედიმ მოაწყო. ამის შესახებ ბრიტრანული მედია ქალაქის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. 

როგორც ცნობილი გახდა, ქვეყნის საგამოძიებო უწყებას მასზე ინფორმაცია თავდასხმამდე ჰქონდა. გამოცემა „გარდიანის“ ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტი ლიბიელი იყო, თუმცა ინგლისში ცხოვრობდა. 

22 მაისს, მანჩესტერში სტადიონზე მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე სისხლიანი თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 25 -მდე მოქალაქე ,ხოლო 120 დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“