თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა

თურქეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. ბინალი ილდირიმი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.

დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურმა, თურქ კოლეგასთან ერთად, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომას უხელმძღვანელა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა მნიშვნელოვან დოკუმენტებს ეკონომიკის, კულტურის, იუსტიციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.