ნინო გოგუაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს

ნინო გოგუაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე ოფიციალური ვიზიტით პარიზში იმყოფება, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, მეცნიერებისა და მასმედიის კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობს. ასამბლეის წევრებმა, სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს. ნინო გოგუაძემ საქართველოს ხელისუფლების სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკაზე, ამ კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროგრამებზე ისაუბრა.

ასამბლეის წევრებმა ასევე, განიხილეს და წინასწარი თანხმობა განაცხადეს საქართველოს პარლამენტის წევრის, ნინო გოგუაძის ინიციატივაზე, 2018 წლისთვის ევროსაბჭოს განათლების, მეცნიერებისა და მასმედიის კომიტეტის სხდომის საქართველოში ჩატარების შესახებ.

„კომიტეტის სხდომის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის, ასევე საქართველოს და ევროპის ქვეყნების პარლამენტის წევრებს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კომიტეტმა ამ ინიციატივაზე წინასწარი თანხმობა განაცხადა", აღნიშნა ნინო გოგუაძემ.