საკრებულოს წევრის თქმით, აუდიტის სამსახურმა სამხარაულის ექსპერტიზის  ბიურო უნდა მიმართოს

საკრებულოს წევრის თქმით, აუდიტის სამსახურმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო უნდა მიმართოს

თბილისის საკრებულოს წევრის ჯაბა სამუშიას განცხადებით, თბილისის მერიის მიერ მიწის გასხვისების შესახებ, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადებულ დასკვნასთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურმა მას უნდა მიმართოს.

ამის შესახებ სამუშიამ „იმედის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მას არ აქვს უფლება, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან  დაკავშირებით კითხვა გაუჩნდეს.

„აუდიტის სამსახურს  აქვს უფლება, როგორც სახელმწიფო სსიპი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო თვითონვე შეამოწმოს და მას გაუჩნდეს კითხვა. ვფიქრობ, შეკითხვები, რომლებიც დღეს დაისვა თბილისის მერიასთან დაკავშირებით, თუ ეს თანხა საიდან მოვიდა, ეს ეკუთვნის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. მათთან უნდა იყოს ეს დიალოგი და აუდიტის სამსახური უნდა შეეკითხოს, რატომ მოიტანეს ეს თანხა. თუ ვინიცობაა, წინა პერიოდში აღნიშნულმა ფირმამ გაასხვისა მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულება ნახევარი მილიონი იყო და უცებ ექსპერტიზის ბიურო დებს დასკვნას, რომ ის ღირს 2 მილიონზე მეტი, საიდან მოვიდა ეს თანხა?, -  განაცხადა  ჟურნალისტის კითხვაზე, თქვენ თუ გაგიჩნდათ კითხვა კომპენსაციის თანხასთან დაკავშირებით?

დღეს, აუდიტის სამსახურმა თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტის შედეგები გაასაჯაროა. საქმე ეხება თბილისის მერიასა და ყოფილი მთავარი პროკურორის კუთვნილ კომპანია შპს ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებს მიწის მონაცვლეობასთან დაკავშირებით.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ განმარტა, რომ მომზადებული შუალედური დასკვნა ეფუძნება თბილისის მერიის მიერ აუდიტის სამსახურისთვის გადაცემულ დოკუმენტაციას და მისი გასაჯაროება მას შემდეგ გადაწყდა, რაც სწორედ ამ შესწავლის გამო მოხდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე თავდასხმა.