თენგიზ შარმანაშვილი: ყველამ უნდა ირწმუნოს, რომ შენი ხელისუფლების წყარო არც ვაშინგტონში დევს, არც მოსკოვში და არც არსად, შენი ხელისუფლების წყარო არის ქართველი ხალხი

თენგიზ შარმანაშვილი: ყველამ უნდა ირწმუნოს, რომ შენი ხელისუფლების წყარო არც ვაშინგტონში დევს, არც მოსკოვში და არც არსად, შენი ხელისუფლების წყარო არის ქართველი ხალხი

ერთადერთი გამოსავალია - უნდა ვიმოქმედოთ კონსტიტუციის შესაბამისად, რადგანაც ყველა დანარჩენი მეორეხარისხოვანია... ყველა ჩვენგანმა იქით მხარესაც და აქეთ მხარესაც უნდა ირწმუნონ, რომ შენი ხელისუფლების წყარო არც ვაშინგტონში დევს, არც მოსკოვში და არც არსად, შენი ხელისუფლების წყარო არის ეს ქართველი ხალხი - ამის შესახებ, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, გადაცემაში "ისტორია დეტალებში" ისაუბრა.

ასევე, როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, რაღაც საკითხებზე ყველა უნდა შეთანხმდეს და უპირველესად ეს არის ის, რაც კონსტიტუციაში წერია:

"ერთადერთი გამოსავალია - უნდა ვიმოქმედოთ კონსტიტუციის შესაბამისად, რადგანაც ყველა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. არ უნდა თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ, არ უნდა თქვა, რომ მე ამ ხელისუფლებას არ ვცნობ და ა.შ.

ხელისუფლების წყარო რომ არის ხალხი, ეს წერია კონსტიტუციაში. შესაბამისად, ყველა ჩვენგანმა იქით მხარესაც და აქეთ მხარესაც უნდა ირწმუნონ, რომ შენი ხელისუფლების წყარო არც ვაშინგტონში დევს, არც მოსკოვში და არც არსად, შენი ხელისუფლების წყარო არის ეს ქართველი ხალხი. რაღაც საკითხებზე უნდა შევთანხმდეთ, პირველი არის სწორედ ეს და მხოლოდ ხალხია უფლებამოსილი მოგვიყვანოს ხელისუფლებაში და გაგვისტუმროს ხელისუფლებიდან. სხვა დანარჩენი - ვერ ვაშინგტონი, მითუმეტეს ვერც მოსკოვი და ვერც სხვა, ამ უფლებამოსილებას ვერ განახორციელებს. ეს თუ ვიწამეთ, არაფერი ცუდი ამ ქვეყანაში არ მოხდება,"- აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.