საქართველოს პარლამენტის წევრმა, თემქისა და სანზონის მაჟორიტარმა ზაზა გაბუნიამ, თემქის XI მიკრორაიონში მიმდინარე სპორტული კომპლექსის სამუშაოები დაათვალიერა.
ზაზა გაბუნია: „დაპირება რომელიც თემქელებს მივეცი სრულდება, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ვიმედოვნებ, რომ მოსახლეობას მალე ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ამ ძალიან კარგი კომპლექსით."
სპორტულ კომპლექსში კრივის რინგი, საჭიდაო მოედანი, დიდი და საშუალო დახურული ტიპის საცურაო აუზები განთავსდება.
სამუშაოების წლის ბოლოსთვის დასრულდება.