ირაკლი ბერაია ბუდაპეშტში დაზვერვისა და თავდაცვის სფეროში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

ირაკლი ბერაია ბუდაპეშტში დაზვერვისა და თავდაცვის სფეროში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, დაზვერვისა და თავდაცვის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მისი მოხსენება საქართველოში უსაფრთხოების სექტორის რეფორმას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნას, მის ფუნქციებს, ოპერატიულ და ორგანიზაციულ პრიორიტეტებს, ანაგარიშვალდებულებას და უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმებს ეხებოდა.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან შეირაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრი და თავდაცვის აკადემიების საერთაშორისო კონსორციუმი. კონფერენციაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების რეფორები, აღნიშნულ სფეროებში საუკეთესეო საერთაშორისო გამოცდილება და პარტნიორ ქვეყნებში არსებული გამოწვევები, დაზვერვის სამსახურების დემოკრატიზაცია და მმართველობა, საერთაშორისო სამხედრო მისიები, კეთილსინდისიერების ამაღლება საერთაშორისო მისიებში, ნატო და სამხედრო ინტერვენციები და ა.შ.

კონფერენციაში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები, სამხედრო-პოლიტიკური თანამდებობის პირები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.