გენერალური აუდიტორის თქმით, მას ოთარ ფარცხალაძისთვის პირველს არ დაურტყამს

გენერალური აუდიტორის თქმით, მას ოთარ ფარცხალაძისთვის პირველს არ დაურტყამს

გენერალური აუდიტი ლაშა თორდია აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თითქოს, ელ-ცენტროში მომხდარი ინციდენტისას  პირველმა ხელი მან დაარტყა ოთარ ფარცხალაძეს. ამის შესახებ ლაშა თორდიან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შინაგა საქმეთა სამინისტრო არის დაინტერესებული, მიკერძოებული მხარე, რომელიც ყველა გარემოების ინტერპრეტაციას ახდენს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ კადრები წარმოაჩინ აიმ რაკურსით, რომ მომხდარიყო ჩემი დისკრედიტაცია, თითქოს პირველი მე დავარტყი ხელი ოთარ ფარცხალაძე, თუმცა მათივე კადრებიდან ჩანს, რომ ხელს პირველი ფარცხალაძე მირტყამს. კადრებიდან დასტურდება ის ფაქტიც, რომ იქ არ ყოფილა წამიერი შეხვედრა, მომენტალური გადაკვეთა. კადრები იმ რაკურსით არის წარმოდგენილი, რომ ვერ დავინახოთ როგორ განვითარდა მოვლენები. მე არ მახსოვდა და ვერ დავინახე, რომ ოთარ ფარცხალაძემ დამარტყა პირველმა და ამ კადრებიდან დავრწმუნდი, რომ პირველი დარტყმა ფარცხალაძემ განახორციელა, რასაც ჩემი რეაქცია მოჰყვა",- აღნიშნა ლაშა თორდიამ.

მანვე მიმართა საქართველოს პარლამენტს და მის თავმჯდომარეს, შეიქმნას საგამოძიებო კომისია.

"ჩემთვის შეუძლებელია სიმართლე დავამტკიცო. საქმეში უკვე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავარი პროკურატურა, რომლებიც ინტერპრეტაციას ახდენენ. დაწესებულებაში ბევრი კამერაა, რომელიც წარმოაჩენს რეალურად რა მოხდა კაფე-ბარში. მე მოვითხოვ გასაჯაროვდეს ის ვიდეოკადრები, სადაც კარგად დაინახავს საზოგადოება ვინ იყო პირველი თავდამსხმელი",- აღნიშნა ლაშა თორდიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს თორდია-ფარცხალაძის ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, დაპირისპირებაზე ყველა საგამოძიებო მოქმედება მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდა. გამოიკითხა ინციდენტში მონაწილე პირები და თვითმხილველები.

"13 მაიის ღამის საათებში მეგობართან ერთად იმყოფებოდა ოთარ ფარცხალაძე თანმხლებ პირებთან ერთად, სადაც თორდია მიმართა, თუ რატომ აგროვებდა მასზე კონპრომანტებს. ამ თორდია სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებს. ფარცხალაძემ გამოძიებას შემდეგი ჩვენება მისცა, სადაც აღნიშნა რომ მეუღლეთან და თანმხლებ პირვეთან იმყოფებოდა კლუბ ელ ცენტროში, რა დროსაც მოულოდნელად ლაშა თორდიას თვალის არეში მოხვდა ხელი, თუმცა მან არ იცის ვინ დაარტყა, აღნიშნულს მოჰყვა კიდევ რამდენიმე დარტყმა თავისა და სახის არეში მომხდარ ფატქს ლაშა თორდია საკუთარ საქმიანობას უკავშირებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოიკითხა ოთარ ფარცხალაძე და მსათან მყობფი პირები. სადაც ამბობენ, რომ 13 მაიის მისალმების ფორმის გამო მოხდა მასთან შელაპარაკება, რომელიც ელ ცენტროს ტერასაზე გაგრძელდა.

"ნეიტრალური პირების ჩვენებით დგინდება, რომ კონფლიქტი როდესაც მიმდინარეობდა პირველად თორდიამ მოიქნია ხელი და მიხეილ ჩოხელს მოარტყა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთთან ჭიდილი დაიწყეს და კლუბის შესასვლელ კარებთან გადაინაცვლეს, კონფლიქტში კლუბის დაცვაც ჩაერია", - ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.