მთელი სახელმწიფო მანქანა, პარლამენტიდან დაწყებული, პროკურატურით გაგრძელებული, ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო გადასულია ისეთი საქმის შეკერვაზე, როგორც აწყობთ მათ, რომ გამოაძვრინონ ფარცხალაძე ამ სიტუაციიდან, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს შსს-ს დღევანდელი პრესკონფერენციის კომენტირებისას განუცხადა.
ელენე ხოშტარიას შეფასებით, ამ ყველაფრით ქვეყანაში ვიღებთ დაუსჯელობის სინდრომს.
"სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გვემუშავა მათ შორის პარლამენტში საგამოძიებო კომისიაში და რეალური ობიექტური პასუხები გაგვეცა არსებულ კითხვებზე, ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა, პარლამენტიდან დაწყებული, პროკურატურით გაგრძელებული, ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო, არის გადასული ისეთი საქმის შეკერვაზე, როგორც აწყობთ მათ, რომ გამოაძვრინონ ფარცხალაძე ამ სიტუაციიდან. ეს არის ძალიან სამწუხარო და ცუდი არა ფარცხალაძის გამო, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები ყველაგან არსებობენ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ სახელმწიფოში ვიღებთ დაუსჯელობის სინდრომს. ვიღებთ ძალოვანებს, რომელთაც ყველაფრის უფლება აქვთ და არანაირ ფასს არ გადაიხდის ",- განაცხადა ხოშტარიამ.