საქმეზე გამოკითხული ნეიტრალური მოწმეების ჩვენებით დგინდება, რომ „ელ ცენტროს“ ტერასაზე, სადაც საუბარი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, პირველად ხელი თორდიამ მოიქნია და მიხეილ ჩოხელს მოარტყა, - ამის შესახებ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთში ჭიდილით კლუბის შესასვლელ კარებთან გადაინაცვლეს. კონფლიქტში კლუბის დაცვაც ჩაერია და ინციდენტი ძალიან მალე ამოიწურა.
„საქმეზე გამოკითხული არცერთი მოწმე, მათ შორის, არც ლაშა თორდია არ მიუთითებს, რომ მას ხელი ოთარ ფარცხალაძემ დაარტყა. გამოძიების მიერ მოპოვებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ საუბრობს „ელ ცენტროს“ ტერასაზე ლაშა თორდია და ოთარ ფარცხალაძე, რა დროსაც მათთან ერთად იმყოფება მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრი. როგორც ხდება კონფლიქტი, რომელიც ძალიან მალე, დაახლოებით, 20 წამში მთავრდება, რის შემდეგაც ოთარ ფარცხალაზე თანმხლებ პირებთან ერთად მშვიდად ტოვებს „ელ ცენტროს“ ტერიტორიას, ხოლო ლაშა თორდია იქ რჩება“, - განაცხადდეს შსს-ში.
მათივე განმარტებით, ვიდეჩანაწერიის ავთენტურობის დადგენის მიზნით დაგეგმილია შესაბამისი ექპერტიზა. ხოლო ლაშა თორდისა და მიხეილ ჩოხელის სხეულის დაზიანებების ხარისხის განსაზღვრის მიზნით დადგენილია საასამართლო-სამედცინი ექსპრტიზები.
„გამოძიების მიერ ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმდებები და მათი შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებითაც ეცნობება“, - განაცხადეს შსს-ში.