დღეს საქართველოში არსებობს ოფიციალური ნომენკლატურა, რომლებიც არაფორმალური იმუნიტეტით სარგებლობს

დღეს საქართველოში არსებობს ოფიციალური ნომენკლატურა, რომლებიც არაფორმალური იმუნიტეტით სარგებლობს

კომუნისტების დროს იყო ნომენკლატურის ცნება, სია იყო ხელშეუხებელი ადამიანების, რომლებსაც რაც არ უნდა ჩაედინათ, ვერავინ დასჯდა. ასევე არის დღეს საქართველოში, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხდა. მისი თქმით, თორდია - ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მნიშვნელოვანია, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა ამის წინააღმდეგია.

,,კომუნისტების დროს იყო ნომენკლატურის ცნება, ხელშეუხებელი ადამიანების სია იყო, რომლებსაც რაც არ უნდა ჩაედინათ, ვერავინ დასჯდა. ასევე არის დღეს, საქართველოში არსებობს ოფიციალური ნომენკლატურა, პლუს ყოფილი ჩინოვნიკები, რომლებიც სრული არაფორმალური იმუნიტეტით სარგებლობს. მათ ყველაფერი შეუძლათ. ადამიანების ცემა, ქურდობა. მათ შეუძლიათ დაუსჯელად იგრძნონ თავი. სასამართლომდეც კი ვერ მივა ეს საქმე. ხოლო სასამართლო როგორ განსჯის, ყველამ კარგად ვიცით. საქართველოში დღეს დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს. ეს საქმე დამოუკიდებელი კომისიის მიერ არის შესასწავლი. თუმცა, ამ პარლამენტის შემთხვევაში, იმედი არ გვაქვს, რომ უმრავლესობა კომისიას შექმნის. პირიქით, უმრავლესობის ხელშეწყობით ხდება ხელის დაფარება იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რასაც ამ ბოლო პერიოდში ვხედავთ“, -განაცხადა გოცირიძემ.

ოპოზიცია პარლამენტში აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.