გარკვეული ინფორმაციები არსებობს, რომ ფილარმონიაში დაგეგმილი დღევანდელი შეხვედრის ჩაშლა და არეულობის მოწყობა იგეგმება

გარკვეული ინფორმაციები არსებობს, რომ ფილარმონიაში დაგეგმილი დღევანდელი შეხვედრის ჩაშლა და არეულობის მოწყობა იგეგმება

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გარკვეული ინფორმაციები არსებობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესის დისკრედიტაციის მიზნით, ფილარმონიაში დაგეგმილი დღევანდელი შეხვედრის ჩაშლა და გარკვეული არეულობის მოწყობა იგეგმება.

საზოგადოებრივთან საუბარში მდინარაძე არ აკონკრეტებს, თუ ვის მიერ იგეგმება არეულობის მოწყობა.

მდინარაძე სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, რომ მოვლენებს მეტი ყურადღებით დააკვირდნენ, რათა რაიმე სახის გართულება და ექსცესები თავიდან იქნეს აცილებელი.

„ჩვენს ოპონენტებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ვურჩევ, რომ დაპირიპისრება არგუმენტებით სჯობს, ვიდრე პროცესის დისკრედიტაციით, რადგან ეს ჩვენი არგუმენტების სიმყარეს კიდევ უფრო გამოაჩენს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და ჩემს მოწოდებას გაითვალისწინებენ, პროცესის დისკრედიტაციას და გარკვეული დისონანსის შეტანას არ არ შეეცდებიან“, - განაცხადა მდინარაძემ.

დღეს, თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება.