ლაშა თორდიასთან კლინიკაში პროკურორი შევიდა

ლაშა თორდიასთან კლინიკაში პროკურორი შევიდა

გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ალადაშვილის კლინიკიდან დღეს გაწერენ. როგორც ჟურნალისტებს თორდიას მეუღლე მაია ირემაშვილმა განუცხადა, ყველა პროცედურა უკვე გაიარეს, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ლაშა თორდია 11:30 საათის შემდეგ გაეწერება.

მაია ირემაშვილისთვის უცნობია, განახლდება თუ არა თორდიას დაკითხვა დღეს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის წინ კლინიკაში პროკურორიც მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ადგილზე "მდგომარეობის გასარკვევად" იმყოფება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, დაკითხავს თუ არა ლაშა თორდიას.

თორდიას დაკითხვა გუშინ მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეწყდა.

გენერალური აუდიტორის განცხადებით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მის თანმხლებ პირევთან ერთად სცემა. მისი თქმით, აუდიტის სამსახური დასკვნას ამზადებდა მერიის მიწების გადაცემის საკითხზე, სადაც ფარცხალაძე ფიგურირებს და ხელჩართული ჩხუბიც ფარცხალაძემ სწორედ, ამ საქმის გამო დაიწყო. შემთხვევა13 მაისს ღამის საათებში კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა.