გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია 15 მაისს იმ მასალებს გაასაჯაროებს, სადაც სავარაუდოდ, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს და რომელიც 2016 წელს მერიის მიწების გადაცემის საკითხს ეხება. როგორც გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ფარცხალაძესთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა.
”მას თუ ჰგონია, რომ ამით რაღაც შიშს დანერგავს და ვიღაც რაღაცას გადაასწორებს, ძალიან ცდება. ორშაბათს კონკრეტულ ინფორმაციას მიიღებთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით თუ რაზეა საუბარი. ფარცხალაძესთან დაკავშირებით აუდიტის სამსახური აწარმოებდა მოკვლევას, რომელიც 2016 წელს მერიის მიწების გადაცემის საკითხს ეხებოდა”, - განაცხადა თორდიამ.
გენერალურ აუდიტორს ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებია ზუსტად რა კავშირშია ამ საქმესთან ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.