FBI-ის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ კანდიდატების ნაწილთან დღეს გასაუბრება გაიმართება

FBI-ის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ კანდიდატების ნაწილთან დღეს გასაუბრება გაიმართება

გაიმართება ვაშინგტონში აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ კანდიდატების ნაწილთან დღეს პირველი გასაუბრება გაიმართება. FBI-ის ხელმძღვანელის პოსტიდან ჯეიმს კომის გათავისუფლების შემდეგ, ამ თანამდებობაზე 11 კანდიდატი განიხილება. კანდიდატებთან გასაუბრების პირველ დღეს, აშშ-ის გენერალური პროკურორი ჯეფ სეშონსი და მისი მოადგილე როდ როზენშტეინი, 4 კანდიდატს გაესაუბრებიან. მათ შორის ქვეყნის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი და ჯეიმს კომის ყოფილი მოადგილე ენდრიუ მაკკეიბია, რომელიც კომის მხარდამჭერად შეიძლება ჩაითვალოს. გასაუბრება იგეგმება რესპუბლიკელ სენატორ, ჯონ კორნინთან, რომელიც ტეხასის შტატის ყოფილი პროკურორია. დანარჩენი ორი კანდიდატი კი, რომლებთანაც გასაუბრება გაიმართება, ნიუ იორკის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, მაიკლ გარსია და ადვოკატი ელის ფიშერია. 

FBI-ის ხელმძღვანელი ჯეიმს კომი, თანამდებობიდან აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს. ტრამპის დათხოვნის წერილში, რომელიც მან კომის გაუგზავნა ნათქვამია, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელს, უწყების ეფექტურად მართვა არ შეუძლია.