კიბერშეტევის რამდენიმე შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა

კიბერშეტევის რამდენიმე შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მსგავსად, კიბერშეტევის რამდენიმე შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა. ამის შესახებ მონაცემები intel.malwaretech.com-ზეა მითითებული. 

ინტერნეტში სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, ბოლო პერიოდში, კიბერშეტევების რაოდენობა მატულობს და მსოფლიოს ათობით ქვეყანაზე ვრცელდება. 

მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე ქვეყანაში, ორგანიზაციებზე კიბერთავდასხმები  რამდენიმე საათის წინ დაიწყო. ელექტრონული სერვერები დავირუსდა - დაიბლოკა კომპიუტერები, რის მოსახსნელადაც თანხის გადახდა არის საჭირო. 

კიბერთავდასხმების შესახებ საუბრობენ ბრიტანეთში, აშშ-ში, ჩინეთში, რუსეთში, ესპანეთში, ვიეტნამში, ტაივანსა და სხვა ქვეყნებში. რუსული მედია იუწყება, რომ ქვეყნის შსს-ს სისტემა დავირუსდა. ბრიტანეთში კი, ჯანდაცვის კომპიუტერულ სისტემას შეექმნა პრობლემები.