შემაშფოთებელია პარლამენტის თავმჯდომარის არაერთგზის გაკეთებული განცხადება, თითქოს სამხედრო ძალები მთავარსარდალს არ ემორჩილება

შემაშფოთებელია პარლამენტის თავმჯდომარის არაერთგზის გაკეთებული განცხადება, თითქოს სამხედრო ძალები მთავარსარდალს არ ემორჩილება

შემაშფოთებელია პარლამენტის თავმჯდომარის არაერთგზის გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს სამხედრო ძალები არ ემორჩილება საქართველოს მთავარსარდალს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გასაგებია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი ავტორი, წნეხს განიცდის საკონსტიტუციო პროექტის მიმართ საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულების გამო, მაგრამ უნდა მოხდეს გათვალისწინება ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების.

”შემაშფოთებელია პარლამენტის თავმჯდომარის არაერთგზის გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, თითქოსდა საქართველოს სამხედრო ძალები არ ემორჩილება საქართველოს მთავარსარდალს. გასაგებია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი ავტორი წნეხს განიცდის საკონსტიტუციო პროექტის მიმართ საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულების გამო, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და უაღრესი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. დღეს მოქმედი კონსტიტუციით, მხოლოდ პრეზიდენტია უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ. იგი ამ გადაწყვეტილებას პარლამენტში აგზავნის 48 საათში დასამტკიცებლად. ამავდროულად, პრეზიდენტის ბრძანება სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ, სავალდებულოა შესრულდეს გაცემისთანავე. ამიტომ, კიდევ ერთხელ, პოლიტიკური დისკუსიის მოგებისთვის ნუ დავაყენებთ ეჭვქვეშ სამხედრო ძალების ერთგულებას კონსტიტუციისადმი და დადებული ფიცისადმი”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

მთავარსარდლის სტატუსთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე დღეს ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს და საზოგადოებას ხშირად არასწორი ინფორმაცია მიეწოდება. ”მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას ექვემდებარება სამხედრო ძალები. დღესაც, მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტმა რომ გასცეს ბრძანება სამხედრო ძალებზე, ეს ბრძანება არ შესრულდება”, - აღნიშნა კობახიძემ.