"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო დაცული ქვეყანაა.
კითხვაზე, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო დაცული ქვეყანაა, გამოკითხულთა 11% აცხადებს, რომ სრულად ეთანხმება, 41%- ნაწილობრივ ეთანხმება.
ამასთან, გამოკითხულთა 43% არ ეთანხმება, რომ ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო დაცული ქვეყანაა. კერძოდ, 21% აცხადებს, რომ ნაწილობრივ არ ეთანხმება, ხოლო 22% ამბობს, რომ საერთოდ არ ეთანხმება.
კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა.
საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.