გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდა ქართულენოვანი სატელევიზიო არხების საშუალებით ვრცლელდება

გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდა ქართულენოვანი სატელევიზიო არხების საშუალებით ვრცლელდება

NDI-ის კითხვაზე, ეთანხმით თუ არ ეთანხმებით, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს, გამოკითხულთა 47% ეთანხმება, 27% - არ ეთანხმება, ხოლო 26%-მა არ იცის.

კითხვაზე, ”თქვენი აზრით, რა საშუალებებით ვრცელდება რუსული პროპაგანდა, გამოკითხულთა 39%-მა პასუხი გასცა, რომ ქართულენოვანი სატელევიზიო არხებით, 34%-მა - პოლიტიკური პარტიებით, 32%-მა - ინტერნეტითა და სოციალური მედიით, 15%-მა - არაქართულენოვანი სატელევიზიო არხებით, 14%-მა - სამოქალაქო საზოგადოებით, 6%-მა -გაზეთებით, 3%-მა - მეგობრებით და მეზობლებით; 1%-მა- ეკლესიით; 4%-მა კი არ იცის.

აღნიშნულ შეკითხვას პასუხი გასცა გამოკითხულთა იმ 47%-მა, რომელიც ეთანხმება, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს.