„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48 % მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა კარგი მოვლენა იყო.
კითხვაზე, საბჭოთა კავშირის დაშლა კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი საქართველოსთვის, 42% აცხადებს, რომ ეს „ცუდი მოვლენა იყო“, 10% -მა კი არ იცის.
როგორც NDI-ში განმარტავენ, იმ ადამიანთა უმეტესობა, ვინც მიიჩნევს, რომ სსრკ-ს დაშლა ცუდი იყო, მაინც უჭერს მხარს ევროკავშირში წევრობას. უმეტესად კი საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად მიიჩნევვენ სოფლის ტიპის და უმცირესობათა დასახლებებში მცხოვრები გამოკითხულები და ასევე ასაკოვანი ადამიანები.