სიონის ტაძარში წმინდა ანდრია პირველწოდებულების ხსენების დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო პარაკლისი მიმდინარეობს

სიონის ტაძარში წმინდა ანდრია პირველწოდებულების ხსენების დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო პარაკლისი მიმდინარეობს

წმინდა ანდრია პირველწოდებულების ხსენების დღესთან დაკავშირებით, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი სრულდება.

პარაკლის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, სასულიერო პირებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად ატარებს.

ტაძარში განათლების, თავდაცვის, ჯანდაცვის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრები იმყოფებიან.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს მისი გარდაცვალება.