NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო ევროკავშირის და ნატო-ს წევრი გახდეს

NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო ევროკავშირის და ნატო-ს წევრი გახდეს

NDI-ის გამოკითხულთა 80%-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

კითხვაზე - მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 80%-სთვის მისაღებია, ხოლო გამოკითხულთა 12%-ისთვის მიუღებელი.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში გამოკითხულთა 83%-სთვის მისაღებია საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 11%-ისთვის კი - არა.

საქართველოს დიდი ქალაქების მიხედვით მონაცემები ასეთია - გამოკითხულთა 84% აცხადებს, რომ მათთვის მისაღებია საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 10% კი აცხადებს, რომ - არა.

საქართველოს პატარა ქალაქების მიხედვით მონაცემები ასე გადანაწილდა - გამოკითხულთა 83% აცხადებს, რომ მისაღებია, 9% ამბობს - არას.

რაც შეეხება საქართველოს სოფლებს, აქ ასეთი მონაცემებია - გამოკითხულთა 82% - მიესალმება, 13% კი აცხადებს, რომ - არა.

უმცირესობებით დასახლებული ადგილები - გამოკითხულთა 34%-ისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო 20%-ისთვის - მიუღებელია.

რაც შეეხება ნატო-ს, NDI-ის გამოკითხულთა 68%-სთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი. შესაბამისი კითხვის საპასუხოდ გამოკითხულთა 21% აცხადებს, რომ მიუღებელია.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, ის შემდეგნაირდა განადანაწილდა - 18-35 ასაკის გამოკითხულთა 77% აცხადებს, რომ მათთვის მისაღებია.

36-55 ასაკის გამოკითხულთა 68%-თვის მისაღებია, ხოლო 57 წელს ზევით გამოიკითხული მოქალაქეებიდან კი მხოლოდ 56% აცხადებს, რომ მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.