NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე: რომელი ქვეყანა წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს საქართველოსთვის, მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა: რუსეთი - 63 %, თურქეთი - 6 %, ამერიკა - 5 %, საქართველო - 1 %, სომხეთი - 1 %, ირანი 1 %. კატეგორია „არ ვიცი“ – 15 %.

ამასთან, NDI-ის კითხვაზე, რომელი ქვეყანა უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ამერიკის შეერთებული შტატები - 35 %, საქართველო - 12 %, რუსეთი - 10 %, აზერბაიჯანი 2 %, საფრანგეთი 1 %, თურქეთი 1 %, გერმანია 1 %, სომხეთი 1 %. კატეგორია „არც ერთი“ აირჩია 18 %-მა, ხოლო 17 %-მა პასუხი „არ იცის“.

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა.

საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.