NDI-ის მიერ გამოკითხულთა 51%-ის შეფასებით, საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 51%-ის შეფასებით, საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 51% აცხადებს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა. კითხვაზე - საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია თუ არა, გამოკითხულთა პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა - 51%-მა დადებითი პასუხი გასცა, რესპოდენტთა 40% მიიჩნევს, რომ არ არის, ხოლო 8%-მა არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა.

საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.