გიორგი მარგველაშვილი:   იქნება კი საპრეზიდენტო არჩევნები?!

გიორგი მარგველაშვილი: იქნება კი საპრეზიდენტო არჩევნები?!

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ პასუხობს კითხვას, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.

“იქნება კი საპრეზიდენტო არჩევნები და რა უფლებამოსილების პრეზიდენტი გვეყოლება საქართველოში?!“, - განაცხადა მარგველაშვილმა შესაბამისი კითხვის პასუხად „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მისი დაინტერესება კონსტიტუციით გადაითარგმნა, რომ ეს არის მისი პირადი ინტერესი, თუ როგორი მოდელი იქნება და აირჩევენ თუ არა პრეზიდენტს პირდაპირი წესით, რას არასწორია.

„არ გამიკეთებია განცხადება, რომ არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ და ამბობენ, რომ ვერ მოიგებსო. მათ თუ უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ ჩემს შესახებ, ვიდრე მე მაქვს, არ ვიცი...“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.