ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა BSEC-ის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა BSEC-ის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) მე-4 მინისტერიალში, რომელიც  სტამბოლში 11 მაისს გაიმართა.

მინისტერიალის ფარგლებში გიორგი ჩერქეზიშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის ფარგლებში გამართული ბიზნესსაბჭოს მუშაობაში და საბჭოს წევრებს, ასევე დამსწრე ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ.

BSEC-ის მე-4 მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელიც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს ხელი შეუწყონ ორგანიზაციის წევრებს შორის ვაჭრობის კიდევ უფრო განვითარებას არასატარიფო ბარიერების შემცირების გზით.

BSEC 1992 წელს შეიქმნა და აერთიანებს შავი ზღვის რეგიონის 12 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, თურქეთის რესპუბლიკას, აზერბაიჯნის რესპუბლიკას, უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას, რუმინეთს, სერბეთს, ბულგარეთის რესპუბლიკას, ალბანეთის რესპუბლიკას, საბერძნეთის რესპუბლიკას, სომხეთის რესპუბლიკას და რუსეთის ფედერაციას.