რეგიონში ყველაზე რელიგიური ქვეყანა, გამოკითხვის თანახმად, საქართველოა

რეგიონში ყველაზე რელიგიური ქვეყანა, გამოკითხვის თანახმად, საქართველოა

IPM-მა საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩაატარა გამოკითხვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია რელიგია. თითოეულ ქვეყანაში გამოიკითხა 700 ადამიანი ინტერვიუს გზით და დადგინდა, რომ რეგიონში ყველაზე რელიგიური ქვეყანა საქართველოა.

IPM-ის ცნობით, აღმოჩნდა, რომ საქართველოში გამოკითხულთა 84 პროცენტისთვის რელიგია ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. სომხეთში შედარებით დაბალი მაჩვენებელი გვხვდება - 77%, ხოლო აზერბაიჯანში ბევრად დაბალი მაჩვენებელია ვიდრე სომხეთსა და საქართველოში - 35%.

მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგია არსებობს.