NDI მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ხვალ წარუდგენს

NDI მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ხვალ წარუდგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს ხვალ წარუდგენენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” NDI-დან აცნობეს, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან და ანტი-დასავლურ პროპაგანდასთან დაკავშირებული მიგნებები.

კვლევის პრეზენტაცია 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“ გაიმართება.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.