გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე სერგო რატიანის სიტყვით გამოსვლას ხმაური მოჰყვა. მოქალაქეთა ნაწილი „ევროპული საქართველოს“ წევრს ხმამაღალი შეძახილებით შეხვდა.
მოქალაქეები რატიანს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ახსენებდნენ.
მოგვიანებით, მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ გამომსვლებს სთხოვა, პოლიტიკური ასპექტებისგან თავი შეეკავებინათ და მხოლოდ კონსტიტუციაზე ესაუბრათ.
„მშვიდად მოვუსმინოთ ყველას. თითოეულ გამომსვლელს მოვუწოდებ, რომ პოლიტიკური გრძნონების პროვოცირება არ მოახდინოს, რომელიც ხალხს მძიმე შავ-ბნელ წარსულს გაახსენებს. ძალიან გთხოვთ თითოეულ თქვენგანს. აქ იყო საუბარი პოლიტიკურ საკითხებზე, ბატონო სერგო. ჩვენ კონსტიტუციაზე უნდა ვისაუბროთ. აქ საუბარი იყო ისეთ თემებზე, რომელიც აქ არ უნდა გეხსენებინათ. ჩვენ აქ არ დაგვიწყია ცხრა წელზე საუბარი. ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციაზე, ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი. არც 9 წელს გახსენებთ, არც ქუჩაში ხალხის დახოცვას. ამას არ გახსენებთ, ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს კონსტიტუციაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.