ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის მინიჭების თაობაზე საკანონმდებლო წინადადება დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის მინიჭების თაობაზე საკანონმდებლო წინადადება დაამტკიცა

დღეს, ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის მინიჭების თაობაზე საკანონმდებლო წინადადება დაამტკიცა.

პროცედურის დასაჩქარებლად გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის მინისტრების საბჭოზე იქნა მიღებული, რომელიც დღეს გაიმართა.

როგორც ცნობილი გახდა, შესაბამისი გადაწყვეტილების ხელმოწერის ცერემონია 17 მაისს შედგება. აღნიშნულ ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაესწრება.

გადაწყვეტილება ევრკავშირის ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 დღეში შევა ძალაში. სავარაუდოს, 11 ივნისიდან უკრაინის მოქალაქეები უვიზოდ შესძლებენ ევროკავშირში მოგზაურობას.