მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მობილობის ინსტრუქტორების მომზადებას საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახორციელებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მობილობის ინსტრუქტორების მომზადებას საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახორციელებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ტრენინგების ციკლის - „მობილობა და სივრცეში ორიენტაცია უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის“ მეორე ეტაპი დაიწყო.

კურსის 14 მონაწილე, სივრცეში ორიენტაციისა და მობილობის ტექნიკებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კერძოდ მეტროპოლიტენში და რკინიგზის სადგურში სწავლობს.

სატრენინგო კურსი მობილობის ინსტრუქტორების მომზადებას ითვალისწინებს, რომლებიც,  მომავალში, მხედველობის დარღვევის მქონე პირებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოამზადებენ.

სატრენინგო კურსი ტრენინგ-მოდულის მესამე დონის შემუშავებას და განხორციელებას ითვალისწინებს, რაც მობილობის ინსტრუქტორებს პრაქტიკის გაღრმავების შესაძლებლობას მისცემს.