ყველანი ვთანხმდებით, რომ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

ყველანი ვთანხმდებით, რომ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

ყველანი ვთანხმდებით, რომ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა მნიშვნელოვანია საქართველოს მსვლელობისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - აღნიშნულის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერმა განაცხადა.

საზოგადოებრივ ფორუმზე „საქართველოს სასამართლო სისტემა: რეფორმების შედეგები და პერსპექტივები“ სიტყვით გამოსვლისას ნიკოლას ბერლინერმა აღნიშნა, რომ „ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნება იმ პრობლემების მოგვარებაში, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ქართულ მართლმსაჯულებაში, მათ შორის, მიღებული იყო რიგი საკანონმდებლო ცვლილებები და განხორციელდა რეფორმა, რომლის მიზანი სასამართლო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაზრდაა“.

„აშშ თანმიმდევრულად უჭერდა მხარს ამ სექტორში რეფორმების გატარებას. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერდით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მათ ძალისხმევაში, კრიტიკულად და ღიად შეეფასებინათ ეს რეფორმები და ის ნაკლი, რაც კიდევ არსებობს“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩის მოადგილემ.

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ აღნიშნული დისკუსიების ფარგლებში შემუშავებული იქნება რეკომენდაციები, ზომები საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში.