ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საყოველთაო სახალხო განხილვებთან დაკავშირებით შექმნილი საორგანიზაციო კომისია დღეს იმსჯელებს თუ რა ფორმით მოხდება საყოველთაო სახალხო განხილვებში პრეზიდენტის ჩართულობა.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, კომისია ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
,,დღეს მუშაობას იწყებს საყოველთაო სახალხო განხილვებთან დაკავშირებით შექმნილი საორგანიზაციო კომისია. დღესვე, უმრავლესობის გადაწყვეტილების ფარგლებში, პრეზიდენტის მონაწილეობის ფორმების შესახებ პრეზიდენტთან გვექნება კონრეტული შეთავაზება. იქნება ოპტიმალური გადაწყვეტილება მისი ჩართულობის შესახებ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პრეზიდენტი მზადაა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაში ჩაერთოს. აღნიშნულთან დაკავშირებითაც პარლამენტისგან კონკრეტულ შეთავაზებას ელოდება.