დავით ზალკალიანი პუტინისა და ბიბილოვის შეხვედრას დესტრუქციულ პოლიტიკას უწოდებს

დავით ზალკალიანი პუტინისა და ბიბილოვის შეხვედრას დესტრუქციულ პოლიტიკას უწოდებს

ეს არის იმ არაკანონიერი და დესტრუქციული პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ბიბილოვის შეხვედრასთან დაკავშირებით განუცხადა.

ზალკალიანის თქმით, ამ კუთხით ქართულ მხარეს სერიოზული საერთაშორისო მხარდაჭერა გააჩნია. მისივე განცხადებით, ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით ქართული მხარე აქტიურად აწვდის ინფორმაციას მსოფლიო საერთაშორისო თანამეგობრობას.

“ეს არის საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფა, გაგრძელება იმ არაკანონიერი და დესტრუქციული პოლიტიკის, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რისი დასტურიც არის ის, რომ მათი მხრიდან ადეკვატურად ხდება პროცესების შეფასება და ხდება ყველაფერზე სახელის დარქმევა, რომ ეს არის ოკუპაცია და ნაბიჯის გადადგმა, რომ ეს არის ტერიტორიების მოქცევა რუსეთის გავლენის ქვეშ”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.