ჩვენ მაქსიმალურად გავუფრთხილდით ადამიანებს, სადაც შესაძლებელი იყო, დავტოვეთ თანამშრომლები

ჩვენ მაქსიმალურად გავუფრთხილდით ადამიანებს, სადაც შესაძლებელი იყო, დავტოვეთ თანამშრომლები

სამინისტროებში განხორციელებულ რეორგანიზაციაზე გამოთქმული პრეტენზიები და შეფასებები, ვფიქრობ არაობიექტურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ჟურნალისტების დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საია-ს კვლევას ეხებოდა. კვლევის თანახმად, ხუთ სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად 2 300 თანამშრომელი გათავისუფლდა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ”გაუფრთხილდა ადამიანს” და ოპტიმიზაცია მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში განხორციელდა.

”არ ვეთანხმები მე ამ შეფასებას. ჩვენ მაქსიმალურად გავუფრთხილდით ადამიანებს, სადაც შესაძლებელი იყო დავტოვეთ თანამშრომლები, სადაც საჭირო იყო, რომ ოპტიმიზაცია გაკეთებულიყო გამომდინარე საბიუჯეტო პარამეტრებიდან და გამომდინარე ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებიდან, იმ ნაწილში მივიღეთ გადაწყვეტილება. ამ ფორმატში ძალიან ძნელია ანალიზის გაკეთება. ძირითადად რაც შემიძლია გითხრათ, ესაა, რომ ვფიქრობ, ეს არის არაობიექტური შეფასება”, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.