მმართველი გუნდი თანხმდება, რომ ქვეყნისთვის უკეთესი მოდელი პროპორციული სისტემაა

მმართველი გუნდი თანხმდება, რომ ქვეყნისთვის უკეთესი მოდელი პროპორციული სისტემაა

მმართველი გუნდი თანხმდება, რომ ქვეყნისთვის უკეთესი მოდელი პროპორციული სისტემაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მსჯელობა საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს მოხდება.

,,მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა თანხმდება, რომ უკეთესი მოდელი ქვეყნისთვის არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. თუმცა გუნდში ამასთან დაკავშირებით არსებობს წინააღმდეგობა და მიუთითებენ სტაბილურობის მომენტზე, რომელიც უფრო მეტად უზრუნველყოფილია მაჟორიტარული სისტემის არსებობის პირობებში. ჩვენ ვართ შეთანხმებულები კონსენსუსზე, რომ უმრავლესობის შიგნით გადავწყვეტთ ამ საკითხებს. კონსენსუსი მიღწევადია. მოვისმენთ ხალხის აზრს და საბოლოო ჯამში, ვენეციის კომისიაც დადებს შესაბამის დასკვნას. ყველაფრის გათვალისწინებით გუნდში მივიღებთ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.