ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა ცხადყოფს, რომ აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა

ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა ცხადყოფს, რომ აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა

ამერიკელი კონგრესმენების აშშ-ს პრეზიდენტისადმი მიმართვა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ძალიან მჭირო სტრატეგიულ ურთიერთობას, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს - აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და ჩვენ დიდი იმედი გაქვს, რომ ეს სტატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღმავდება, - აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

საქართველოსთან დაკავშირებით 30 ამერიკელი კონგრესმენის აშშ-ს პრეზიდენტისადმი მიმართვას ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისას გამოეხმაურა.

”კონგრესმენის წერილში ხაზგასმულია სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ორ ქვეყანას - აშშ-ს და საქართველოს აკავშირებს. წერილში ხაზგასმულია ის დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ტარდება. საქართველო მოხსენიებულია, როგორც აშშ-ს მტკიცე და სანდო პარტნიორი. ხაზგასმულია ასევე ჩვენი ქვეყნის როლი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-სთან დაკავშირებით არის ძალიან მკაფიო ჩანაწერი, როცა კონგრესმენები პრეზიდენტ ტრამპს მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩანაწერი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების თაობაზე”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.