საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ერთი წუთის ინტერვალით ორი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 4,7 მაგნიტუდას შეადგენდა.

ერთი მიწისქვეშა ბიძგის შემთხვევაში ეპიცენტრი ლაგოდეხის ჩრდილო-დასავლეთით, 18 კილომეტრში, სოფელ ზემო ხეჩილთან იყო. მეორე  კი დაღესტანის საზღვართან დაფიქსირდა.