სამთავრობო გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ სამთავრობო გუნდში შესაძლო დაპირისპირების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს „აბსოლუტურად არ შეესაბამება“.
„მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია ჭორია. სამთავრობო გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ხშირი ურთიერთობა გვაქვს გუნდში ერთმანეთთან და ამას ვერ ვგრძნობ. აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ აქვს ამ ჭორებს”, - განაცხადა ალავიძემ.
კითხვაზე: იქნება თუ არა ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ,,ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი, ზურაბ ალავიძის თქმით, უნდა დაველოდოთ მოვლენებს და ცნობილი გახდება, ვინ იქნებიან მერობის თუ გამგებლობის კანდიდატები.