საპარლამენტო უმრავლესობის რვა დეპუტატს შორის, რომელთა ხელმოწერაც პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე არ არის, ძირითადად მაჟორიტარები არიან.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ხელი არ მოუწერიათ მაჟორიტარებს: ედიშერ თოლორაიას, გრიგოლ ლილუაშვილს, ენზელ მკოიანს, კახა ოქრიაშვილსა და ზაქარია ქუცნაშვილს.
ხელმომწერთა შორის ასევე არ არიან უმრავლესობის წევრი დეპუტატები: ზვიად კვაჭანტირაძე, გია ჟორჟოლიანი და შოთა შალელაშვილი.
როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, ამ რვა დეპუტატიდან ზოგიერთი პრინციპული პოზიციის გამო არ აწერს ხელს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, ზოგიერთის ხელმოწერა კი, ტექნიკური მიზეზით ვერ მოხერხდა.
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს 108 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა.