იმისთვის, რომ აბსოლუტურად თავს გასული „ქართული ოცნება“ თავის ადგილზე დაჯდეს, საჭიროა აქტიურობა

იმისთვის, რომ აბსოლუტურად თავს გასული „ქართული ოცნება“ თავის ადგილზე დაჯდეს, საჭიროა აქტიურობა

იმისთვის, რომ აბსოლუტურად თავს გასული „ქართული ოცნება“ თავის ადგილზე დაჯდეს და მიეთითოს, რომ მას არ აქვს უფლება, ხალხს ჩამოართვას პრეზიდენტის პირდაპირი არჩევა, ხმას ვისაც აძლევს, ის ხმა წაიღოს გამარჯვებულმა და ა.შ. საჭიროა აქტიურობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალურმა მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა რურუამ პრეზიდენტისა და კამპანია "დაიცავი კონსტიტუციას" შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებები, რომელსაც გვთავაზობს „ქართული ოცნება“, საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების შანსს სერიოზულად ამცირებს, შესაძლოა ითქვას, გამორიცხავს კიდეც.

"ყველა, ვისაც ამის მნიშვნელობა ესმის, ამ პროცესში უნდა ჩაერთოს. ამ პროცესში ჩართული ვართ ჩვენ, ჩართულია პრეზიდენტი და ისე, როგორც შეგვიძლია, ამ დრაკონულ ცვლილებებს ხელს ვუშლით. ძალაუფლებას ჩვევია თვითგანდიდება. იმისთვის, რომ აბსოლუტურად თავს გასული „ქართული ოცნება“ თავის ადგილზე დაჯდეს და მიეთითოს, რომ მას არ აქვს უფლება, ხალხს ჩამოართვას პრეზიდენტის პირდაპირი არჩევა, ხმას ვისაც აძლევს, ის ხმა წაიღოს გამარჯვებულმა და ა.შ. საჭიროა აქტიურობა", - განაცხადა რურუამ.